ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მარიამ ლაშხი ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბიატო ჯუნიორს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერებაზე, მათ შორის, როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე, მეგობრობის ფორმატში თანამშრომლობის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო, ეკონომიკური, აგრარული მიმართულებით. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ტურისტული და კულტურული კავშირების გაღრმავების აუცილებლობას.
შეხვედრისას, დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას ბრაზილია ყველა საერთაშორისო ფორმატში მყარად დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები