სააკაშვილი პრემიერს პასუხობს – “უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას მე და მელია”
“სწორედ მე და მელია ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან”, – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ “მისი დაჭერა ყველაზე მეტად ნიკა მელიას გაუხარდა”.
მიხეილ სააკაშვილის მიმართვა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა:
“მელიას გაუხარდა მიშას დაჭერაო, სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად, რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.