ბიძინა კულუმბეგოვი: მნიშვნელოვანი იყო, დაგვეწყო ვაქცინაციის პროცესი თუნდაც იმიტომ, რომ შეგვეხედა, რისკჯგუფის ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართვიანობა და ვაქცინაციაზე მოთხოვნა როგორი იქნებოდა
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის საკითხს გამოეხმაურა.
როგორც მან „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა, საქართველოში რისკჯგუფის 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
„ზოგიერთმა ქვეყანამ გულის კუნთის რისკებთან დაკავშირებით „მოდერნით“ ვაქცინაცია 30 წლის ასაკამდე შეაჩერა, ეს სკანდინავიის ქვეყნებს ეხება. ბრიტანეთი, რომელიც იმუნიზაციის სფეროში ფლაგმანია და ნორვეგია, მოზარდებს მხოლოდ უკეთებს მხოლოდ ერთ დოზა ვაქცინას. ბევრი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია დასაწყისში ვაქცინას უკეთებდა მხოლოდ რისკჯგუფის ბავშვებს, მათ ამ გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ გადახედეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდი გართულებების გარეშე გადააქვთ, თუ მოზარდს არ აქვს თანმხლები დაავადება, რომელიც რისკჯგუფშია. შესაძლოა ვაქცინის გვერდითი მოვლენის რისკი უფრო მეტად აჭარბებდეს იმ სარგებელს, რაც შესაძლოა, ვაქცინაციამ მოუტანოს მოზარდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაგვეწყო ვაქცინაციის პროცესი თუნდაც იმიტომ, რომ შეგვეხედა ამ რისკჯგუფის ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართვიანობა და ვაქცინაციაზე მოთხოვნა როგორი იქნებოდა. როგორც კი მეტი მონაცემი დაგროვდება უსაფრთხოებაზე და გამოცდილებაც დაგვიგროვდება, რამდენიმე კვირაში მოხდება ამ საკითხის თავიდან განხილვა. 80%-ის აცრის შემთხვევაში ქვეყანაში ავადობა 5-ჯერ შემცირდება და ჰოსპიტალში მოხვედრილი და გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკის სულ მცირე 10-ჯერ“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა