ძალოსანმა ნათია გადელიამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, გამარჯვება ბათუმის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს მიუძღვნა

ზუგდიდელმა ძალოსანმა, ნათია გადელიამ საუდის არაბეთში მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუძღვნა.

სპორტსმენმა შეჯიბრზე 2 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ნათია გადელია მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები