„გირჩი“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეურთდება”

“ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით და, ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობა ჩემთვის ცოტა გაუგებარია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მგონი, თვითონ არ იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოდიოდა და სიტუაციურად რეაგირებენ. პრიორიტეტებს არჩევენ ხან ზუგდიდში და ხან თბილისში. მე მზად ვარ, ვიბრძოლო უკეთესი სასამართლოსა და რეფორმებისთვის, რომელიც ასეთ პრობლემას მოაგვარებს არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე პირადად უნდა ვიბრძოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნებისთვის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები