მიხეილ სარჯველაძე – სააკაშვილის განცხადებაზე: რა იგულისხმება ხელის დაკაპიწებაში? სავარაუდოდ, დესტრუქციული ელემენტების შემოტანა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმართვის მიზანი, სავარაუდოდ, პოლიტიკაში დესტრუქციული ელემენტების შეტანაა.

“რა იგულისხმება ხელის დაკაპიწებაში? მე პირადად მაქვს ერთადერთი განწყობა და დამოკიდებულება, რომ სავარაუდოდ ამაში იგულისხმება რაღაცა დესტრუქციული ელემენტების შემოტანა ქართულ პოლიტიკაში კვლავ და განგრძობა ამისი და ა.შ. იმიტომ, რომ სხვა მეთოდით მათი პოლიტიკური ოპერირება მე სიმართლე გითხრათ ძნელად წარმომიდგენია. როგორც ჩანს ასეთია მათი მოლოდინებიც, დამოკიდებულებებიც და ცდილობენ, რომ ეს განახორციელონ”, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში ნათქვამია: “ჩემ წინასწარ გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები