ხატია დეკანოიძე: არ ვფიქრობ, რომ თაკო ჩარკვიანი ვინმეს უპირისპირდება, მას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ თავისუფლება მხოლოდ ერთეულების საზრუნავი არ არის

“მე არ ვფიქრობ, რომ თაკო ჩარკვიანი ვინმეს უპირისპირდება, მას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ თავისუფლება მხოლოდ ერთეულების საზრუნავი არ არის”, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა და თაკო ჩარკვიანის მიერ ნიკა მელიას გაკრიტიკებას გამოეხმაურა. დეკანოიძის განცხადებით, ახლა მთავარი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა და დაპირისპირებას ყველა უნდა მოერიდოს.

„მე არ მინდა, თაკო ჩარკვიანის მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებაზე რამე კომენტარი გავაკეთო. არ ვფიქრობ, რომ ის ვინმეს უპირისპირდება. მას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ თავისუფლება მხოლოდ ერთეულების საზრუნავი არ არის. მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჩემი მეგობრის, ჩვენი მესამე პრეზიდენტის თავისუფლება, რა თქმა უნდა, არის უპირველესი. ამიტომ, ამ სიმწვავესა და დაპირისპირებას, განსაკუთრებით ახლა, ყველა უნდა მოერიდოს და ვიზრუნოთ მის გათავისუფლებაზე. 14-ში უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და უნდა მოვიგოთ მეორე ტურები, ეს არის ის, რასაც ამბობს მიხეილ სააკაშვილი და მე ყველას ვურჩევდი, რომ დაუგდოს ყური მის დღევანდელ განცხადებასაც, რომელიც ციხიდან გამოქვეყნდა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„სახალხო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკა მელია აქციის იგნორირების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები