“ადამიანი შემოიპარა ქურდულად, ახალი დანაშაული ჩაიდინა” – პრემიერი – სააკაშვილზე

“ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანამდეც ახალი დანაშაული ჩაიდინა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ყოველდღიურად ექიმები აკვირდებიან.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აპელირებით ცდილობენ, ის გარდაუვალი მარცხი გადაფარონ, რაც არჩევნების მეორე ტურში ელით.

“ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანამდეც ახალი დანაშაული ჩაიდინა. სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. მე კიდევ ერთხელ გავაკეთებ კომენტარს, რომ იმ ბინის კარი, სადაც სააკაშვილი იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის გასაღებით გააღეს.
ეს ცირკი, შოუ, რაც ვიხილეთ და მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს. ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება მეორე ტურამდე, იციან რა, რომ მეორე ტურში ყველგან დამარცხდებიან, რაიმენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ რომ პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად. მის მდგომარეობას ყოველდღიურად აკვირდებიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. მან პირადად საკუთარი საბანკო ბარათით იყიდა შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო”, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები