მიხეილ სააკაშვილის დედა: მე-15 დღეა, შიმშილობს, ძველებურად ვერ გამოიყურება

“მე-15 დღეა, შიმშილობს. სანამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეებიც, როგორც გაირკვა, არაფერი უჭამია”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ საპატიმროში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ძველებურად ვერ გამოიყურება.

“მე-15 დღეა, შიმშილობს. სანამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეებიც, როგორც გაირკვა, არაფერი უჭამია. მართალი გითხრათ, ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ის ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და შვილები შევედით და ძალიან ცდილობდა, კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ არის ყოჩაღად”, – აცხადებს ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები