გია ვოლსკი: მეორე ტურში, გამარჯვების მოლოდინია – ეს იმ ხალხმაც იცის, რომელიც ახლა ქუჩაში დგას და ცდილობს, რევოლუციური, დესტრუქციული პროცესები განავითაროს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიზანია, თვითმმართველობის არჩევნები დესტრუქციის ფონზე წარიმართოს.
„მეორე ტურში, გამარჯვების მოლოდინია. ცხადია, ეს მხოლოდ ჩვენ არ ვიცით. ეს იცის იმ ხალხმაც, რომელიც ახლა ქუჩაში დგას და ცდილობს, რევოლუციური, დესტრუქციული პროცესები განავითაროს. მათ სურთ, ხელი შეუშალონ მეორე ტურის მეორე ტურში ჩატარებას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მმართველმა პარტიამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა საარჩევნო-პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა.