გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.