ბათუმში ტრაგედიას გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
დაშავებული ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
ექიმების თქმით, ნგრევას გადარჩენილი, 37 წლის ზვიად თავდგირიძე უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან მას ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობა სჭირდება.