ამირან გამყრელიძე: თუ კორონავირუსის შემთხვევების ე.წ. ნახტომისებური ზრდა იქნა, დადგება საკითხი რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით

“თუ იქნა კორონავირუსის შემთხვევების ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინაციაა.

“შეიძლება შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, ამას მოჰყვება, თავისთავად აქტიური შემთხვევების ზრდა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და ყველა ის თანმდევი მოვლენები, რაც ახასიათებს ეპიდვითარების გაუარესებას. ამიტომ, აქ შეჩერების ერთადერთი გზა გახლავთ აცრების სერიოზული ინტენსივობა.

თუ იქნა ე.წ. ნახტომისებური ზრდა და ეს გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება საკითხი სხვადასხვა რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით. აკუმულაციური იმუნიტეტი შეაჩერებს და შეამსუბუქებს მეხუთე ტალღას”, – აცხადებს გამყრელიძე “რუსთავი ორთან” საუბარში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები