ენმ ზუგდიდში აქციისთვის ემზადება – ტრაგედიის მიუხედავად პარტია პროტესტს არ წყვეტს

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, “ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციებს არ წყვეტს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირებული დარღვევების გასაპროტესტებლად  და საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით ქალაქის ცენტრში დღეს აქცია გაიმართება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ  არ აპირებენ უსამართლობასთან შეგუებას და თითოეული მანდატისთვის და ხმისთვის იბრძოლებენ.

ენმ-ს შტაბის წინ აქციის მონაწილეები 8 საათისთვის შეიკრიბებიან. ბათუმის ტრაგედიასთან დაკავშირებით შეიცვალა ფორმატი. მსვლელობა იქნება მდუმარე

“იძულებულები ვართ, მშვიდობიანად, მდუმარედ ვაჩვენოთ ხელისუფლებას ხალხის ძალა, იმ ხელისუფლებას რომელიც განსაკუთრებით ამ ტრაგიკულ დღეებში თავს უფლებას აძლევდა და არჩევნების შედეგებს კი არ აყალბებდა, წერდა”, – ამბობს ენმ-ს ლიდერი ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები