რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები და სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილიც.
აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ აქციების გამართვას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დასრულებამდე გააგრძელებენ.