ბექა ბასილაია სააკაშვილის შიმშილობაზე: თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია განმარტავს, რომ თაფლიანი წყლის მიღება შიმშილობის ერთ-ერთი ფორმაა.

როგორც ბასილაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არ იყო.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ მიშა სააკაშვილი შიმშილობს. ეს არ ყოფილა მშრალი შიმშილობა. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხზე მიშასთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ ის მოვინახულეთ პარასკევს და განცხადება გავრცელდა გვიან ღამით. მექნება კომუნიკაცია მიშასთან და დავაზუსტებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციაც სრულად მოდის შესაბამისობაში იმ საკითხთან, რომ მიშა შიმშილობს, რადგან არსებობს შიმშილობის რამდენიმე ტიპი – მათ შორის მშრალი შიმშილობა და სითხეების მიღებით შიმშილობა. თუ თაფლის გახსნა ხდება სითხეში, ესეც შიმშილობის ერთ-ერთი სახეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში შიმშილობა უფრო გრძელვადიანია, ვიდრე მშრალი შიმშილობისას ან მხოლოდ წყალზე შიმშილობისას. თუმცა, ეს საკითხები მე მასთან უნდა დავაზუსტო, მხოლოდ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო“, – განაცხადა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები