ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

“სიტყვებით რთულია იმ მწუხარების გადმოცემა, რომელიც ასეთი ტრაგედიის დროს გეუფლება. თითოეული გარდაცვლილი ადამიანი, განსაკუთრებით თითოეული ბავშვი, რომლის გადარჩენის იმედიც გუშინ ყველა ჩვენგანს უკანასკნელ წუთამდე არ ტოვებდა, უდიდესი ტკივილია. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

მადლობა მაშველებს თავგანწირვისთვის!”, – წერს კობახიძე ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები