აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

ამის შესახებ საგარეო უწყება „ტვიტერზე” წერს.

„საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს. სოლიდარობას გამოვხატავთ მეგობრული საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 5 უკვე გარდაცვლილი იყო. კიდევ ერთი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა, მამაკაცი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სწორედ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ამ დროისთვის უკვე სამი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები