ბრიტანეთში შტორმს ებრძვიან

  ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ძლიერმა შტორმმა რკინიგზის სადგურის შენობა და ლიანდაგი დააზიანა, რის გამოც სარკინიგზო მაგისტრალის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა. რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღებმა დევონის საგრაფოში პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ზღვისპირა რეგიონში ცხოვრობს, ევაკუირებულია. ბრიტანეთის პრემიერმა წელს კრიზისული კომისიის პირველი სხდომა გამართა და წყალდიდობის შედეგებთან საბრძოლველად დამატებით 100 მილიონი ფუნტი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები