შალვა პაპუაშვილი – ევროპარლამენტარების განცხადებებზე: ისინი არიან “ნაცმოძრაობის” პარტნიორი დეპუტატები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების – ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„ეს სიახლე არ არის, ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” პარტნიორი დეპუტატები, მათი განცხადება არის რეალობას აცდენილი. ამ განცხადებაში არის სრული უპატივცემულობა კანონის უზენაესობის და მასში არის ძალიან ბევრი სიმპათია სააკაშვილის მიმართ. სამწუხაროა, რომ ვხედავთ განცხადებებს, სადაც ბევრია პირადი ლობიზმი სააკაშვილისა და ნაკლებია კანონის უზენაესობის პატივისცემა და, რაც მთავარია, სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა. როგორც ჩანს, სააკაშვილის საკითხი გახდა ტესტი, გავარკვიოთ, ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვინ არის სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.