კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრევა გაზის გაჟონვის და აფეთქების შედეგად არ მომხდარა. როგორც „კვირას“ „სოკარში“ განუცხადეს, გაზი დროებით ნამდვილად გათიშეს, თუმცა მხოლოდ რამდენიმე აბონენტი, რომელთა გადაერთებაც ხდებოდა მოცემულ მომენტში.
„რამდენიმე აბონენტის გადაერთება ხდებოდა, მთლიანად კორპუსი არ იყო გათიშული. გაზის დაგროვების შესახებ ექსპერტიზას უნდა დაველოდოთ, თუმცა წინასწარი დათვალიერებით, არავითარ აფეთქებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნავენ „სოკარში“.
ცნობისთვის, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კორპუსის მაცხოვრებლები გააფრთხილეს, რომ გაზი გაითიშებოდა.