ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსზე დაშენების ნებართვა 2005-2006 წლებიდან დღემდე არ გაცემულა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში დაუდასტურეს.
„რაც ჩვენ არქივში მოგვეძებნება ინფორმაცია, 2005-2006 წლებიდან დღემდე ამ კონკრეტულ შენობაზე დაშენების ნებართვა არ არის გაცემული. შესაძლოა, საუკუნის დასაწყისში გაკეთებული დაშენება იყო. როგორც მოსახლეობა ამბობს, 20-25 წლის წინანდელი,“ – აღნიშნავენ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში.