ორმაგი ინფიცირება – ჯანდაცვის მინისტრი “ტვინდემიას” განმარტავს

“ტვინდემიის” შემთხვევაში საუბარია არა ახალ შტამზე, არამედ 2 სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე, სადაც 1 ვირუსია COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამის მილოდინი გასულ წელსაც იყო, თუმცა, მაშინ კორონავირუსმა ყველა სეზონური ვირუსის ჩანაცვლება მოახერხა.

„ამ ეტაპზე, კოვიდი შედარებით დასუსტებულია და, აქედან გამომდინარე, სხვა ვირუსებიც უკვე სახეზეა და შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც მზად არის. საწოლფონდის მხრივაც ქვეყანა მზადაა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები