ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა იწყება

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა იწყება, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია მე-11 მაჟორიტარული ოლქის გადათვლას ითხოვს.

ამის პარალელურად, ზუგდიდის ყველა უბნის გადათვლას “ერთიანი ნაციონლური მოძრაობა” ითხოვს.

“დღეს საოლქო კომისია ” ქართული ოცნების” საჩივარს განიხილავს, რომლის თანახმადაც მე-11 სამაჟორიტარო ოლქში ბათილი ბიულეტენის ხელახლა გადათვლას ითხოვენ. ეს არის ოლქი, სადაც ჩვენ ვართ გამარჯვებულები სამივე კომპონენტში. ჩვენსა და “ქართულ ოცნებას” შორის სხვაობა არის ორი ხმა. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” საჩივარს არ ახლავს არანაირი მტკიცებულება იმისი თუ რატომ უნდა გაიხსნას ეს უბნები. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საოლქო გადაითვლის ამ ოლქს „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე, მაგრამ ჩვენ ასევე “ქართული ოცნების” საჩივრის პარალელურად შევიტანეთ ზუგდიდის ყველა უბანთან დაკავშირებით საჩივარი, სადაც ვითხოვთ ყველა უბნის გადათვლას. ასევე ვითხოვთ მე-4 მაჟორიტარულ ოლქის გადათვლას, რომელიც წაგებული გვაქვს ოთხი ხმით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს,რომ გაბათილებული ბიულეტენი იქნება ჩვენს სასარგებლოდ. ამიტომაც თუ დღეს საოლქო საარჩევნო კომისია, საერთაშორისო დამკვირვებლების თვალში დიდ გამოცდას გადის, თუ “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე გადაითვლის უბნებს, მაშინ მას მოუწევს ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილებაც”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

აღნიშნული საჩივრის განხილვა #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში 21:00 საათზე იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები