ლევან ბეჟაშვილი: მთელი 9 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს, “ნაცმოძრაობაში” განხეთქილებაა

“მთელი 9 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს, “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებაა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ერთიანი გუნდია.

“პარტიის ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, პარტიის თავმჯდომარე – ნიკა მელია, რომელიც ჩვენი მერობის კანდიდატია თბილისში, სადაც ყველაზე დიდი ელექტორატი ირჩევს მერს. “ნაციონალური მოძრაობა” არის ერთიანი გუნდი, ბუნებრივია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ამით გამოირჩევა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხვა პარტიებისგან.

მთელი ამ 9 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” და მათთან დაკავშირებული პირები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილებაა. პარტიას ტოვებდნენ ცალკეული პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იდეა ქვეყნის რეფორმირების, ქვეყნის თავისუფლების, ქვეყნის პროდასავლური კურსი არის ურყევი და ამ იდეის გარშემოა შეკრებილი მრავალათასიანი მხარდამჭერი”, – აღნიშნა “დღის კურიერში” საუბრისას ლევან ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები