ვლადიმერ ბოჟაძე: ეგ ზღაპრები მიშას მოუყევით საკანში, კიდევ დიდხანს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი, სანამ სრულად არ დაგამარცხებთ
“18 თებერვალს, კარგად მახსოვს, გახარიას გადადგომით გამოწვეული სიხარული და ღიმილი როგორ შეაშრათ სახეზე ოპოზიციას, როცა გაიგეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გახდებოდა მომავალი პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს.
„იმ წამსვე გაახსენდათ, როგორ ებრძოდა პრემიერმინისტრობის პირველი ვადის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, როგორ გაასწრეს და გაიქცნენ „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები საქართველოდან. იცოდნენ ცუდი დროება დაუდგებოდათ მაგრამ, მთლად გაქცეულ სააკაშვილს თუ ხელბორკილებით და რუსთავის ციხეში ნახავდნენ ამას ვერც კი წარმოიდგენდნენ. 2021 წლის რეფერენდუმიც პირწმინდად წააგეს და 44 მუნიციპალიტეტიც, 20-საც 30-ში წააგებენ და ახლა ნუგეშად ირაკლი ღარიბაშვილზე ჭორების გავრცელება დარჩათ, აქაოდა, გადააყენებენ და იქნებ ცოტა ამოვისუნთქოთო. ნურას უკაცრავად, ეგ ზღაპრები მიშას მოუყევით საკანში კიდევ დიდ ხანს იქნება ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი, მანამ სანამ სრულად არ დაგამარცხებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამას 2024 წელს ყველა ერთად ვნახავთ!“ – წერს ბოჟაძე.