ნიკა ობოლაძე: “ნაცმოძრაობა” არის ერთიანი, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად და ვაპირებთ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა ობოლაძე პარტიაში ლიდერებს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ენმ არის ერთიანი.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება.
“ყველა პარტიაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ყველა ლიდერთან მიმართებით, ზოგადად, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. რომელიღაც მხარდამჭერს შეიძლება, რომელიღაცა ლიდერის მიმართ უფრო მეტი ნდობა ჰქონდეს, რომელიღაცა ლიდერის მიმართ – უფრო ნაკლები, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, რომ პარტია არის ერთიანი, გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთიანად და ვაპირებთ მეორე ტურში გამარჯვებას”, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.