გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კონკურენცია, დამალული მათ გუნდშიც აღარ არის

“ის, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კონკურენცია,  დამალული, მგონი, მათ გუნდშიც აღარ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მაჭარაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები პარტიის საქმეა და არა – საზოგადოების.

“ის, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კონკურენცია,  დამალული, მგონი, მათ გუნდშიც აღარ არის, თუმცა, ეს არის მათი საქმე, ეს ჩვენი საქმე და ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არ არის. დღეს მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პრაქტიკულად, ის არის ლიდერი, მან პრაქტიკულად გაუცოცხლა, შეეცადა ყოველ შემთხვევაში, “ნაცმოძრაობას” და მის მომხრეებს დღის წესრიგი და გამომდინარე აქედან, ახლა ცდილობს, რომ აქტუალური იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე, რაც დიდხანს არ გაგრძელდება, გარწმუნებთ. მიხეილ სააკაშვილი არც ევროპას, არც ამერიკას, არც შიდა საზოგადოებას აღარ აინტერესებს, აინტერესებს მარტო “ნაციონალურ მოძრაობას” და თაკო ჩარკვიანს, ეს მათი საქმეა”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები