ესპანეთში ლავის ამოფრქვევა გაძლიერდა

ესპანეთში, კუნძულ ლა  პალმაზე ლავის ამოფრქვევა გაძლიერდა, ჩამოინგრა კრატერის ერთი მხარე, რამაც ლავის ახალი კერები წარმოქმნა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვულკანის ამოფრქვევით წარმოქმნილი ფერფლის გამო, ადგილობრივი ფერმერები ზარალდებიან, მეთევზეები კი ზღვაში გასვლას ვერ ახერხებენ.
ამასთან, კუნძულზე მდებარე სოფლების გზები ფერფლის სქელი ფენით არის დაფარული.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს კუნძულზე ვულკანის პირველმა ამოფრქვევამ 1000-მდე სახლი გაანადგურა და 6000 მოქალაქის ევაკუირება გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები