ავღანეთიდან ევაკუირებული გოგონას შინაურმა ფრინველმა ახალი სახლი იპოვა

“თალიბების” მიერ ავღანეთის აღების გამო, ქაბულიდან ევაკუირებული გოგონას შინაურმა ფრინველმა ახალი სახლი იპოვა, ის აბუ-დაბიში საფრანგეთის ელჩის სახლში ცხოვრობს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრინველი საფრანგეთის ელჩთან მას შემდეგ მოხვდა, რაც გოგონას საფრანგეთში ევაკუაციის დროს ფრინველის თან წაყვანის საშუალება არ მიეცა.

როგორც ელჩმა განაცხადა, ის მომავალში შეეცდება, ფრინველი გოგონას დაუბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები