დონალდ ტრამპი Forbes-ის სიიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად ამოიღეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბოლო 25 წლის განმავლობაში Forbes-ის სიიდან პირველად ამოიღეს. ნაწილობრივ, ეს კორონავირუსის ბრალია.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ დროისათვის ტრამპის ქონება 2,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც 400 მილიონი დოლარით ნაკლებია Forbes-ის სიაში შესასვლელად.

ცნობისთვის, დონად ტრამპი, 1997 წლიდან 2016 წლამდე, Forbes-ის სიის სათავეში იყო, თუმცა, პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ, მისი ქონება ყოველწლიურად იკლებდა. წელს კი მისი აქტივების ღირებულება სიაში მოსახვედრად საჭირო ნიშნულს ჩამოსცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები