ევროკავშირში გაზის ერთობლივი შესყიდვის საკითხს განიხილავენ

პოლონეთს პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ევროკავშირში ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვის საკითხს განიხილავენ.

ამის შესახებ მან სლოვენიაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე თქვა.

“გაზის ერთობლივი ყიდვა ყოველთვის კარგია იმ თვალსაზრისით, რომ თუ რამდენიმე მსხვილმა მოთამაშემ ძალები გააერთიანა და ევროკავშირის შეთხვევაში ეს 20-ზე მეტი მოთამაშეა, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე ფასი შეიძლება, გაცილებით დაბალი იყოს. ამას განვიხილავთ”, – თქვა მან.

მორავეცკის თქმით, “პოლონეთი ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც ჩვენი საბითუმო ფასები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მაგრამ ევროპის პრობლემა  პოლონეთის პრობლემაც არის”.

“ამას სულ მალე განვიხილავთ. ენერგიის ფასი ინფლაციაზე აისახება, რაც მაშფოთებს”, – თქვა პოლონეთის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები