რა გახდა ევროპაში გაზის ფასის გაზრდის მიზეზი – კრემლის განმარტება

 

“ევროპაში გაზის ფასის ზრდის მიზეზი რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა, მათ შორის, კლიმატური ცვლილებების, ეკონომიკის აღდგენისა და გაზის შეუვსებელი საცავების ფონზე, ენერგორესურსების მომხმარება”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

“ეს უკავშირდება იმას, თუ როგორ მიდის ეკონომიკური აღდგენა, შესაბამისად, იზრდება ენერგორესურსების მოხმარება, ეს არის მიწისქვეშა გაზის საცავების შეუვსებლობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისინი შევსებული არ არის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შემდეგ, ევროპაში  ქარის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდა, ეს კლიმატური ცვლილებების გამო ხდება”, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არ უკავშირდება რუსეთს და მხოლოდ არაპროფესიონალებს, საკითხში გაურკვეველ ადამიანებს შეუძლიათ ამაში რუსეთის ხსენება.

”მდგრადი განვითარება ჩვენთვის აბსოლუტური პრიორიტეტია, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველგვარი დამახინჯების თავიდან აცილება. თქვენ დებთ ფსონებს ქარის ენერგიის განვითარებაზე, ქმნით შესაბამის ინფრასტრუქტურას, მაგრამ ხდება სხვადასხვა კლიმატური პროცესი და მოულოდნელად ქარი ნაკლებია. ეს არის ობიექტურად ის, რაც მოხდა ევროპაში წელს. ქარი შემცირდა და  თქვენ გჭირდებათ სხვა წყარო მოხმარებისთვის, ბაზარი კი უძლური აღმოჩნდა”, – უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ამიტომ, ენერგეტიკულ საკითხებში საჭიროა გააზრებული კომპლექსური მიდგომა, “სულ მცირე, ისეთი, რომლის დემონსტრირებას რუსეთის მთავრობა ახდენს”.

რაც შეეხება “გაზპრომს”, პესკოვმა თქვა, რომ კომპანია წელს ევროპაში აირის მიწოდების საკითხში რეკორდს უახლოვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები