გურამ მაჭარაშვილი: ეუთო/ოდირ-მა აღიარა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტუნარიანი

“სადამკვირვებლო მისიებმა, ისევე როგორც ეუთო/ოდირ-მა აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, თავისუფალი. ასეთ გარემოში ჩატარდა როგორც თვითმმართველობის, ასევე, საპარლამენტო არჩევნები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა უცხოური სადამკვირვებლო მისიებისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ცესკო-ს შედეგების სიზუსტეს ადასტურებენ.

“სადამკვირვებლო მისიებმა, ისე როგორც ეუთო/ოდირ-მა, აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტუნარიანი, ძირითადად, ამ გარემოში ჩატარდა არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა არა მხოლოდ 2021-ის გამჭვირვალედ ჩატარების ფაქტი, არამედ 2020-ის ჩატარების ფაქტი. იმიტომ, რომ გახსოვთ, რომ 2020-ის არჩევნების შემდგომ ჰქონდა, სამწუხაროდ, რადიკალურ ოპოზიციას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ, გარდა უცხოური სადამკვირვებლო მისიებისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც პრაქტიკულად ადასტურებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების სიზუსტეს”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები