ხათუნა სამნიძე: “ქართულ ოცნებას” არჩევნების მეორე ტურის წინ, როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა და არის პანიკა

“მეორე ტურის წინ ძალიან გაუჭირდათ, როგორც ჩანს და არის პანიკა”, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხათუნა სამნიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ღია წერილს.

სამნიძის თქმით, „ქართული ოცნება” ყველა ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციას ეწევა.

„რა ვერსიებზეც  უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, ეს ჩემთვის დამაჯერებელი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არ ერიდება არც ტყუილს, არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არც სიძულვილის ენას, არანაირი ბოროტების დაბრალებას ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და დაპირისპირებულია მათთან. „ქართული ოცნება” ყველა ოპოზიციური პარტიის დისკრედიტაციას ეწევა და ჩვენ გვესმის თავდასხმები მთელი 9 წლის მანძილზე „ნაციონალურ მოძრაობაზე”. რა თქმა უნდა, ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ და გუნდის პოზიცია, ძალიან გაუჭირდათ, როგორც ჩანს, მეორე ტურის წინ, არის პანიკა, მათთვის წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში იყოს ოპოზიციური მერი ან ოპოზიციური საკრებულო“, – განაცხადა სამნიძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ღია წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, “მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები