ნათია იოსელიანი: 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა
“2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა”, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო.
„2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჯაროდ წარმართა ყველა საარჩევნო პროცესი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურები, რომელსაც სპეციალური ვიდეოკამერები აღბეჭდავდა. ამ პროცესს აკვირდებოდნენ დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლები და მედია. ცესკო-ში არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვება პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.