“ანკარა საქართველოსა და უკრაინის სწრაფვას ნატოსკენ მხარდაჭერას უცხადებს”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის მისწრაფებებზე ისაუბრა.

“მხარს ვუჭერთ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაღიარებთ ყირიმს. ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა, არა მხოლოდ მათ პრობლემებთან დაკავშირებით ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში, არამედ, მათი პოტენციალის წინააღმდეგ დარტყმების მიყენებაზე და მხარი დავუჭიროთ ნატო-ში მათ მისწრაფებას”, – თქვა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, რუსეთსა და თურქეთს შრის ურთიერთობა კონსტრუქციულია, გრძელდება მასთან ინტენსიური დიპლომატიური კონტაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები