იტალიაში სტიქიურ მოვლენებს ებრძვიან
იტალია სტიქიურ მოვლენებს ებრძვის. ძლიერი წვიმის შედეგად, ლიგურიისა და პემონტის რეგიონში საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა 3BMETEO ავრცელებს.
ძლიერი წვიმის გამო, მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა გზები, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დაიხურა სკოლები.
როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, სავონაში ბოლო ერთი საათის განმავლობაში ნალექის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დღეს, საფრთხის წითელი დონე ლომბარდიაშიც იმოქმედებს.