არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციას: დამარცხდით იმიტომ, რომ თქვენი პროგრამები არ მოუსმენია ხალხს, არავის ახსოვს, რა იყო თქვენი პირველი, სამი ან ოთხი დაპირება თუნდაც რეგიონების მიხედვით

“სიტყვა “კონკურენტულს” უკვე საერთაშორისო დამკვირვებლები მეორედ იყენებენ თავის ანგარიშებში და ასეთი შეფასება, ვგულისხმობ კონკურენტულს, წარსულში, წინა ხელისუფლების დროს არ გაკეთებულა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას თანაბარ პირობებში შეძლებოდა საარჩევნო კამპანიის წარმოება.
“სიტყვა ,,კონკურენტულს,, უკვე საერთაშორისო დამკვირვებლები მეორედ იყენებენ თავის ანგარიშებში და ასეთი შეფასება, ვგულისხმობ კონკურენტულს, წარსულში, წინა ხელისუფლების დროს არ გაკეთებულა​.
​სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმ ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, როდესაც ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია, საარჩევნო სისტემა და საარჩევნო კოდექსი, შესაძლებელი გახდა ის, რომ დღეს თქვენ პარლამენტში და პარლამენტს გარეთაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ფერებით, სხვადასხვა ნომრებით, სხვადასხვა პროგრამით და სხვადასხვა ლიდერით იყავით წარმოდგენილი.

დღეს სწორედ ქართული პოლიტიკა თუ არის პლურალისტური, ეს არის ზუსტად ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში გატარებული რეფორმების დამსახურება, მათ შორის ბარიერის დაწევა, საარჩევნო კოდექსის რეფორმა, საარჩევნო სისტემის შეცვლა და სხვა.

წინა ხელისუფლებასთან შედარებით, როდესაც 4 მედია საშუალება იყო ქვეყნის მასშტაბით, დღეს 20-მდეა ასეთი, რეგიონული იყო სწორედ 24-მდე მედიასაშუალება დღეს 100-ზე მეტია ასეთი. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც ჩვენ გავატარეთ ამ წლების განმავლობაში.

დამარცხდით იმიტომ, რომ თქვენი პროგრამები არ მოუსმენია ხალხს, არავის ახსოვს, რა იყო თქვენი პირველი, სამი, ან ოთხი დაპირება თუნდაც რეგიონების მიხედვით.

როდესაც დღეს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გვესმის, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს რეფორმებზე მუშაობის პროცესში, ეს გახლავთ პირდაპირი სიგნალი თქვენი მისამართით, რომ გადახვიდეთ უკვე სამუშაო რეჟიმში.

ერთადერთი პროგრამა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკს ჰქონდა, იყო “ქართული ოცნება” როგორმე 43% ქვევით ჩამოეყვანათ, მაგრამ ვერ შეძელით ესეც, ვერ შეძელით იმიტომ რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ამ რადიკალურ ბანაკში და ძალიან კარგად იცის ვინ არის მათი რეალური ლიდერი, რომელიც ზუსტად იმ სტილში ჩამოვიდა საქართველოში, როგორც 2008 წლის ომის დროს მოიქცა ომში თვითმფრინავის ჩრდილის დანახვისას”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები