მაია ბითაძე: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები ჩატარდება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმალური პროცესია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის წევრმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, არჩევნებზე პირველადი საერთაშორისო შეფასებები უკვე არსებობს, რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი.

„ქილიკის გარეშე და გულწრფელად, ნამდვილად გილოცავთ ყველას იმას, რომ დღეს ჩვენ ჩატარებული გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები, რომელზეც პირველადი საერთაშორისო შეფასებები უკვე მივიღეთ და რომ ეს იყო თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლეგები თუ ცალკეული სუბიექტები მიზანმიმართულად ცდილობენ დაგვაჯერონ, რომ აღნიშნული არჩევნები იყო არადემოკრატიული, მაშინ გაუგებარია, რატომ გვაქვს მეორე ტურები და რატომ არ არის კვლავ ისეთი პროცესი, როგორიც იყო წინა პოლიტიკური მმართველობების დროს. გილოცავთ იმას, რომ დღეს არის თვითმმართველობის ისეთი სისტემა, სადაც ყოველი მესამე ქალია და ეს არის „ქართული ოცნების“ მიღწევა, რომელსაც ქალბატონი ანა (ნაცვლიშვილი) ცდილობს, რომ გადაფაროს. საარჩევნო რეფორმა არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა და დემოკრატიული პროცესის ნაწილად ჩვენ ვაღიარებთ, რომ გვაქვს მეორე ტურები, რაც ნორმალურია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები