მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა “ნაცმოძრაობას”, ყველა უკლებლივ მივიდა არჩევნებზე და, ამ ყველაფრის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ერთი წლის წინანდელი შედეგი და მიიღო 47%

“თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ჰყავდა ნაცმოძრაობას, ყველა უკლებლივ მივიდა არჩევნებზე და, ამ ყველაფრის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ერთი წლის წინანდელი შედეგი და მიიღო 47%”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“უმნიშვნელოვანესია და პირველი რიგის ინტერესი ჩვენი მდგომარეობს იმაში, როგორ აფასებს ქართული საზოგადოება ყველას და ყველაფერს, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც. არის ხოლმე კრიტიკა, ამას ყურადღებით ვისმენთ, ვითვალისწინებთ, ობიექტურს განსაკუთრებით – დანარჩენზე ამომრჩეველი გვცემს ხოლმე პასუხს.

ბატონი გახარია ძალიან ცუდად წავიდა გუნდიდან და სულ რომ მის საუბარს დავუჯეროთ და თავადაც თუ სჯერა, ფაქტია, რომ მან გააკეთა ნაცმოძრაობის საქმე – რიცხვებმა და შედეგებმა ეს ყველაფერი აჩვენა.

“ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებებმა მთელი ამ წლის განმავლობაში აწარმოეს უპრეცედენტო ფეიქ კამპანია და როცა დღეს საუბრობენ იმას, რომ თურმე “ქართული ოცნებიდან” მიდის ზიზღი და სიძულვილის ენა – დღესაც კი, აგერ ქალბატონი სალომე გამოდიოდა, რა სიტყვებით გვლანძღავდა ხედავთ – არა ქალბატონო სალომე, ასე არ შეიძლება, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ – თქვენ გვლანძღავთ.

არჩევნების წინა დღეს, სხვა სვლა რომ აღარ ჰქონდათ, ნახეთ რომ ქვეყანაში აღმოჩნდა ძებნილი და კრიმინალი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი და მოდი სიმართლე ვთქვათ, თუკი ვინმე პოტენციური ამომრჩეველი ყავდა ნაცმოძრაობას, ყველა უკლებლივ მივიდა არჩევნებზე და ამ ყველაფრის მიუხედავად, “ქართულმა ოცნებამ“ გაიმეორა ერთი წლის წინანდელი შედეგი და მიიღო 47%”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები