დავით ბაქრაძე არჩევნების მეორე ტურში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს დახმარებას სთავაზობს
“მინდა, არჩევნების მეორე ტურში მყოფ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ მზად ვარ, შეძლების ფარგლებში, ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის მეორე ტურში აქტიური გამოჩენა და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია.
„მეორე ტური პრინციპულად გადამწყვეტია და სწორედ მეორე ტური განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ამ ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლება. ამიტომ, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის, მეორე ტურში აქტიური გამოჩენა და გასული ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერა აბსოლუტურად აუცილებელია. მე პარტიულად არ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში, მაგრამ ცალსახად მინდა, განვაცხადო, რომ მეორე ტურში მხარს ვუჭერ ყველა ოპოზიციის კანდიდატს. მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, მივიდნენ და ხმა მისცენ ოპოზიციის კანდიდატებს. მინდა, მეორე ტურში მყოფ ოპოზიციის კანდიდატებს საჯაროდ შევთავაზო, რომ მზად ვარ, შეძლების ფარგლებში, ჩავერთო და დავეხმარო მათ კამპანიას, ვინაიდან მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერა გადამწყვეტია, იმისთვის დამარცხდება თუ არა ხელისუფლება“, – აცხადებს ბაქრაძე.