“სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა პოლარიზაცია და დაპირისპირება, ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ გვაქვს შუა გაკრეფილი” – ხათუნა სამნიძე

გადაცემა “თავისუფალი სივრცის” კითხვებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ უპასუხა.

“მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილს ჰქონდა უფლება,  დაბრუნებულიყო ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის ამბავი, რომ მან ეს გააკეთა არჩევნების წინ. მთავარი ამოცანა არჩევნებზე იყო, რომ “ქართულ ოცნებას” არ მიეღო 43%-ზე მეტი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მეორე ტურები, ძალიან დიდი შანსი, რომ ოპოზიციური მერები გვყავდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი ამოცანა.
აქედან გამომდინარე, მე არ ვარ კმაყოფილი და ბედნიერი შედეგით, რაც გვაქვს. ის პირობა, რომელზეც მოვილაპარაკეთ, შევუთანხმდით საზოგადოებას და მთელი საარჩევნო კამპანია იყო, რომ თუ “ქართული ოცნება” აიღებს 43%-ს, ჩვენ ვისაუბრეთ რიგგარეშე არჩევნებზე. დღეს ეს საკითხი გაქრა დღის წესრიგიდან, გადადებულია გვერდზე.

სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა პოლარიზაცია და დაპირისპირება, ეს ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენ გვაქვს შუა გაკრეფილი და ვხედავთ, რომ მცირე პარტიები დაზიანდნენ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

წყარო :https://primetime.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები