შალვა პაპუაშვილი: ამ არჩევნებით დადასტურდა, რომ ყველა ბრალდება თამარ ჟვანიას მიმართ იყო ტყუილი და ფარსი, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში

“2020 წელს ქალბატონ თამარ ჟვანიას მიმართ ისმოდა ბრალდებები: პირადი, პოლიტიკური, სამართლებრივი და ყველანაირი. მაშინაც ვამბობდით, რომ ბოდიში მოეხადათ მისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებით დადასტურდა, რომ ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ ბრალდებები ტყუილი იყო.

„ამ არჩევნებით დადასტურდა ერთი რამ, გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მიერ ყველა ფაქტებით დადასტურებული იყო, რომ ყველა ბრალდება ქალბატონი თამარის მიმართ იყო ფარსი, ტყუილი. აქედან კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც არც კი დაიცვეს ქალბატონი თამარი, მინდა, მოვუწოდო ოპოზიციას, რომელიც იყო პირდაპირ ბრალმდებელი, ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში ქალბატონ თამარ ჟვანიას და ახლა მაინც მოუხადეთ ბოდიში მოუხადეთ ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც თქვენ არ გამოუცხადეთ ნდობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები