მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი სასჯელს ქართულ საპატიმროში მოიხდის

“მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იხდის სასჯელს და ამ სასჯელს ის ქართულ საპატიმროში მოიხდის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მართლმსაჯულება არავის დევნის, თუ მას არ აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი.

“რამდენიმე მათგანი სასამართლოს მიერ მტკიცებულებებით არის დადასტურებული, განაჩენი არის დამდგარი, ის არის მსჯავრდებული, იხდის სასჯელს და ამ სასჯელს ის მოიხდის ქართულ საპატიმროში. ქართული მართლმსაჯულება არავის დევნის, თუ მას არ აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი დანაშაულებიდან ზოგზე აქვს მსჯავრი უკვე დადებული, ის არ არის განსასჯელი, ის არის მსჯავრდებული, მისჯილი აქვს და სასჯელს ამისთვის იხდის. ასევე, მას აქვს მიმდინარე საქმეები და სწორედ ამ მიმდინარე საქმეებს დაემატა მის მიერ ჩადენილი ახალი სავარაუდო დანაშაული, რომელსაც ჰქვია საზღვრის უკანონო კვეთა. ამ მიმდინარე დანაშაულებზე ის იქნება ობიექტური მართლმსაჯულების ობიექტი, მისი პერიოდისგან განსხვავებით. მაშინ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, ახლა არის მართლმსაჯულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ სამართალდამცავი ორგანოების გამოძიების ობიექტია, მეორე მხრივ, მიესაჯა და მოიხდის ამ სასჯელს. რაც შეეხება პოლარიზაციას, პოლარიზაციისთვის მისმა მედიასაშუალებებმა, თავად მან როცა ასეთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა, ყველაფერი გააკეთეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები