ირაკლი კობახიძე: ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ის 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ გამოუცხადა, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული

“ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ის 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით რამდენიმე პარტიამ გამოუცხადა, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საზოგადოების მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

“საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა, მივულოცო ის გამარჯვება, რომელიც ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმეთ. ეს მხოლოდ “ქართული ოცნების“ გამარჯვება არ იყო. მართალია, როგორც პარტიას, ჩვენ გვერგო არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის საერთო გამარჯვება იყო. საქართველოში გაიმარჯვა დემოკრატიამ, ქვეყნის განვითარებამ, მშვიდობამ და სტაბილურობამ, რაც თითოეული მოქალაქის გამარჯვებაა. ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოებაა, რომელსაც თავისი პრინციპები და ღირებულებები აქვს და წარსულში დაბრუნება არ სურს. საზოგადოებამ უარი უთხრა სიცრუეს. “ქართულმა ოცნებამ“ საერთო ეროვნულ არჩევნებში ზედიზედ მერვედ გაიმარჯვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულ ოცნებას საზოგადოების მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ის 6-თვიანი საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით რამდენიმე პარტიამ გამოუცხადა, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები