ლევან ქარუმიძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ECR-ის განცხადებას “ფარისევლობის თვალსაჩინო მაგალითს” უწოდებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის (ECR) განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ნულოვანი თანაგრძნობა მსხვერპლთა მიმართ, კანონის უზენაესობის სრული უგულებელყოფა და უდიდესი მიკერძოება. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის მხრიდან ფარისევლობის თვალსაჩინო მაგალითი“, – წერს ლევან ქარუმიძე.

ECR-მა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები