იაპონიაში ახალი ვირუსია გავრცელებული, რომელიც მწვავე ცხელებას იწვევს

იაპონიაში ახალი ვირუსია გამოვლენილი, რომელიც ადამიანებში მწვავე ცხელებას იწვევს და მას “იეზო” უწოდეს.

“იეზო” ადამიანს ტკიპების ნაკბენისგან ვრცელდება.

ამის შესახებ ჟურნალ Nature Communication-შია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ 2014-2020 წლებში დაუდგენელი ინფექცია, რომელიც ცხელებით და სისხლში ლეიკოციტებისა და ტრომბოციტების შემცირებით ხასიათდება, 7 ადამიანს გამოუვლინდა. მათ შორის ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ჰოკაიდოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, სხვა უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთდ, ვირუსის გენეტიკური ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ეს სრულიად ახალი, Orthonairovirus ჯიშის ადრე უცნობი პათოგენია, რომლის ჯგუფს მიაკუთვნებენ კონგო-ყორიმის გემორაგიულ ცხელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები