“ქ-ნი წულუკიანი რომ გავამწარე – ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ” – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე, რომელიც ქუთაისის მერობისთვის მეორე ტურში იბრძოლებს, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს.

“ამ კრიმინალური მენტალობის ქალს ქუთაისიც კრიმინალური ქალაქი ჰგონია. ასე ამცირებს ამ ევროპულ ქალაქს. ამცირებს პოლიციას.

ქ-ნი წულუკიანი რომ გავამწარე – ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ”, – წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები