თეა წულუკიანი: „ნაცმოძრაობა” ის ძალაა, რომელიც აგვისტოს ომში გამარჯვებას ზეიმობდა და ხალხს აფიქრებინებდა, თითქოს, საზეიმოდ ჰქონდა საქმე

“არ დაგავიწყდეთ, ეს ის ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზარელი მარცხის პირობებშიც კი, აგვისტოს ომში, გამარჯვებას ზეიმობდა და ხალხს აფიქრებინებდა, რომ, თითქოს, ქვეყანას საზეიმოდ ჰქონდა საქმე”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ საქმეზე გაწაფულია და, ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს თავს არჩევნებში გამარჯვებულად გვაჩვენებენ.

„მესმის ოპოზიციის, რომელიც დღეს გახარებულია, რადგან მათ მიაღწიეს იმ მაქსიმუმის მაქსიმუმს, რისი მიღწევაც მათ შეეძლოთ და რეალურად თავის გამხნევებითაც არიან დაკავებული. მათ დაანონსებული ჰქონდათ, რომ დღეს, ორშაბათს დილით უკვე იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ შეგვცვლიდნენ, არადა, ყველამ ვნახეთ, რომ ღარიბაშვილმა იმავე კაბინეტით ჩაატარა მთავრობის სხდომა და, მათთვის სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ისინი მეორე ტურისთვის ემზადებიან და სურვილიც კი აქვთ დაკარგული, რაიმე ტიპის ბოიკოტზე არამც თუ საპროტესტო აქციაზე ისაუბრონ. შესაბამისად, ეს უფრო თავი გამხნევებას ჰგავს ან იმ სიხარულს, რომელიც გამოწვეულია ყველაზე დიდი მაქსიმუმის მიღწევით, ან კიდევ უპასუხისმგებლო ქმედებასთან. არ დაგავიწყდეთ, ეს ის ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზარელი მარცხის პირობებშიც კი აგვისტოს ომში გამარჯვებას ზეიმობდა და ხალხს აფიქრებინებდა, რომ თითქოს, ქვეყანას საზეიმოდ ჰქონდა საქმე. ამაში ისინი გაწაფულები არიან და, ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი თავს ასეთად გვაჩვენებენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები